LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კიდევ ერთი წარმატება: ინოვაციური ვებპლატფორმა Fortuna.ge წლის „ლიდერი“ ბრენდი გახდა

3638
270421747-690061072160436-4906752285989909833-n

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კიდევ ერთი წარმატება – ჰოლდინგში შემავალი ინოვაციური ვებპლატფორმა Fortuna.ge წლის „ლიდერი“ ბრენდი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი ვებგვერდმა წლის გამორჩეული მოვლენა –„ქართული ბრენდის დღე 2021“-ის დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა.

როგორც იცით, ინოვაციური ვებპლატფორმა fortuna.ge, რომელიც უნიკალურია თავისი კონცეფციითა და შიგთავსით, აერთიანებს ოთხ საიტს ,,ფორტუნა“ ,,ფორტუნა პლუსი“ ,,არ დაიდარდო” და ახლა უკვე Rock რადიოც შეემატა ამ დიდ ოჯახს. უმოკლეს დროში fortuna.ge-მ ინტერნეტსივრცეში მილიონნახევრიანი უნიკალური აუდიტორია შეიძინა და მუდმივად იკავებს მოწინავე პოზიციას რეიტინგული საიტების ტოპ ხუთეულში. fortuna.ge – ეს არის: ინფორმაცია, მუსიკა და გართობა ერთ სივრცეში.

რაც შეეხება თავად „ქართული ბრენდის დღე“-ს, ის ორწლიანი პაუზის შემდეგ, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

„ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

შეგახსენებთ, ,,ქართული ბრენდის დღე“ ნაციონალურ ბრენდებს 7 ნომინაციაში ავლენს – ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, წარმატებული ინვესტიცია და ბრენდ-პერსონა.

„ქართული ბრენდის დღე“ 19 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება“, – აღნიშნავს „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი მანანა გეგიძე.

ცნობისთვის, ,,ქართული ბრენდის დღე 2021“–ის გამარჯვებულები გახდნენ:  

ნომინაცია „ლიდერი“

  1. ფარმაცევტული კომპანია PSP ჯგუფი“                                                                                                
  2. ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“
  3. კლინიკა „ენმედიცი“
  4. მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ ვებ პლატფორმისთვის fortuna.ge
  5. „ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“       
  6. სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“ 
  7. კომპანია „გეორგინა“

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“

  1. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“
  2.  ქართულ-გერმანული რეპროდუქციული კლინიკა GGRC
  3.  ესთეტიკური მედიცინის ცენტრი მედიქალ ჰაბი
  4. ბრენდი „სებამედი“  
  5. საკონდიტრო „დოლჩე ვიტა“
  6. სასტუმრო კომპლექსი „გუდაური ინნ“                                                                                                             
  7. ლაშა ღლონტი

ნომინაცია „წარმატებული ახალი  ბრენდი“

  1. კომპანია „მეღვინეობა თიესვი“
  2. „სიღნაღი არტ ოტელი“                             
  3. კლინიკა „ალტრა ვიტა“
  4. სასტუმრო „გრანდ ნოელი ბაკურიანი“

ნომინაცია  „წარმატებული ტელეპროექტი“

  1. „სიცრუის დეტექტორი“                                 
  2. „მასტერშეფი“                           
  3. „ექიმები“              
  4. „ჩემი ცოლის დაქალები“

ნომინაციაწარმატებული საერთაშორისო პროექტი“

  1. „ღამის სერენადები“  

ნომინაცია  „ბრენდ-პერსონა“

  1.  ნონა გაფრინდაშვილი

ასევე დაჯილდოვდნენ:

საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

  1. დიანა ბაგრატიონი

თბილისის საკრებულოში  ინოვაციური კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის

  1. მარიკა დარჩია

ქართული კალიგრაფიის  პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

  1. ლეილა ბაღბაია

საქართველოში  საუკეთესო  საწარმოს  შექმნისთვის

  1. კომპანია “აგუნას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბალიბინი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები