LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებული მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ გახდა

692
ფორტუნა

„ქართული ბრენდის დღე 2022-ის“ გამარჯვებული მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ გახდა. სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“ წლის გამორჩეული მოვლენა გაიმართა. 20 წელია „ქართული ბრენდის დღე“ წლის საუკეთესო კომპანიებს ავლენს, რომელთაც მიმდინარე წელს თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„ქართული ბრენდის დღის“ უცვლელი ნომინაციებია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული ინვესტიცია და ბრენდ-პერსონა.

„როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა… მას შემდეგ ოცი წელი გავიდა; დიახ, ქართული ბრენდის დღე 20 წლისაა! და ამ ხნის მანძილზე ქართულ სინამდვილეში
გაჩნდნენ ბრენდები, რომლებმაც შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რაც გვახარებს. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში, და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება“, – ამბობს პიარ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე.

პროექტის ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“.

,,ქართული ბრენდის დღე 2022“–ის გამარჯვებულები:

ნომინაცია „ლიდერი“

1. ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“2. ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“
3. მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“
4. „ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“
5. სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“

6. სადაზღვევო კომპანია „არდი“
7. ბრენდი „K GROUP“
8. ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გრანდი“
9. კლინიკა „ტოტალ შარმი“

10. შავიტის საიუველირო სალონი
11. „ზუზუმბო რეზორტი და სპა“
12. საბავშვო ბაღი „ერუდიტები“
13. საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“
14. სილამაზის ცენტრი „საბრინა“
15. დიზაინერი მანანა მანია
16. ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი
17. გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა

ნომინაცია „წარმატებული ახალი ბრენდი“

18. ტურისტული კომპანია „სილქვეი ჯგუფი“
19. საკონდიტრო „ტკბილისი“
20. კომპანია „ოლიმპიო“

ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“

21. ტელეშოუ „ავტოგრაფი“
22. მუსიკალური პროექტი „რანინა“
23. გადაცემა „ქალების ნარატივი“
24. თოქ შოუ „ღამის პრაიმ თაიმი“ ნომინაცია „ბრენდ-პერსონა“
25. ზურაბ ყიფშიძე

ასევე დაჯილდოვდნენ:

26. ციცინო ფუტკარაძე წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის

27. სერგეი ბალიბინი წარმატებული საინვესტიციო პროექტისთვის ისტორიულ-ტრადიციული ქართული მეღვინეობის განვითარების საქმეში

28. კონსტანტინე სულამანიძე პლასტიკური ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
29. მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთა“ ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები