ფესტივალი „საჩუქარი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო მუსიკოს სვიმონ ჯანგულაშვილს გადაეცა:
„უდიდესი მოვლენა და წლევანდელი ფესტივალის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა: სვიმონ ჯანგულაშვილი დაჯილდოვდა ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის! ვულოცავთ მთელი ფესტივალის გუნდი და გვჯერა, რომ იგი ისეთ კულტურულ მემკვიდრეობას ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორია თავად აქცევს ძეგლად…“