25 ოქტომბერს, ღვინის კლუბის ორგანიზებით, ყოველწლიური ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ ჩატარდება, რომელსაც, ტრადიციულად, კლუბი „ანდერვილი“ უმასპინძლებს.
რიგით მეშვიდე ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ორგანიზატორმა ნათია გაჩეჩილაძემ ისაუბრა:
წლევანდელ ფესტივალში, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება, 46 მცირე მარანი და ღვინის სექტორთან დაკავშირებული 3 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინო სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება.
ფესტივალის „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
