LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat 500-ის ძარა კამასუტრას ილუსტრაციებით დაფარეს

193

ატელიე Garage Italia Customs-მა კომპაქტური ჰეთჩბეკის Fiat 500-ის ილუსტრაციები გამოაქვეყნა, რომლითაც ავტომობილის ძარაა გაფორმებული. ატელიემ ავტომობილზე კამასუტრასა და წიგნის იაპონური ანალოგის ”სიუნგას” გამოსახულებები დაიტანა. ილუსტრაციები ატელიეს  Instagram გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელიც Fiat-ის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის, ჯანი ანიელის მემკვიდრეს, ლაპო ელკანს ეკუთვნის.

პროექტმა სახელწოდება Kar_masutra მიიღო, გარდა გარეგნობისა, Garage Italia Customs-ის დიზაინერებმა, თავად ლაპო ელკანის ჩათვლით მსგავსი ავტომობილების ინტერიერის თავისებური ხედვაც წარმოადგინეს. მაგალითად უკანა ფანჯრებზე ფარდები და წარწერა Adults Only (მხოლოდ დიდებისთვის), ასევე რამდენიმე ”სათამაშო დიდებისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები