LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat 500 ხელოვნების ნიმუშად აღიარეს

116

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა თავის კოლექციაში ორიგინალური ჰეთჩბეკი Fiat 500 შეიტანა. ამის შესახებ კი მოდელის 60 წლის იუბილეზე 4 ივლისს განაცხადა. 1957 წლის 4 ივლისს ტურინში ავტომობილი პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა.

მუზეუმის განკარგულებაში 500 F გადავიდა – მოდელის იტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მოდელი, რომელიც 1965-1972 წლებში გამოდიოდა. ნიუ–იორკის მუზეუმში გამოფენილი ექსპონატი კრემისფერშია გადაწყვეტილი, მას რბილი სახურავი და ორიგინალური დისკები აქვს.

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ასევე არის: 1946 წლის Cisitalia 202 GT  Willys-Overland Jeep (1952), Volkswagen Beetle (1959), Jaguar E-Type Roadster (1963), Ferrari 641/2 Grand Prix Racer (1990) და Smart (1998 ).

ივნისის ბოლოს ”ფიატმა” იუბილესათვის ხუთასის სპეციალური ვერსია Cinquecento წარმოადგინა, რომელიც კლასიკური ავტომობილების სტილშია გადაწყვეტილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები