LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat-ს 150 სადილერო ცენტრთან დაძაბული ურთიერთობა აქვს

31

Fiat-მა დილერებს მათი ნების საწინააღმდეგოდ 90 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილები გადასცა.

კონცერნმა FCA იტალიელი დილერების ბალანსზე ”ფიატის” ავტომობილები გადაიყვანა, რომლებიც მათ არ შეუკვეთავთ. Automotive News წერს, რომ საავტომობილო ცენტრებმა ნაკლებად პოპულარული ავტომობილები მიიღეს, რომელთა საერთო ღირებულება 990 მილიონი ევროა.

Fiat Tipo-მ, ზოგიერთ ბაზარზე Aegea-მ მოდელი Linea ჩაანაცვლა. იტალიაში ოთხკარიანი ავტომობილის ფასი 15 000 ევროდან იწყება.

ერთ-ერთი დილერი გამოცემასთან ამბობს, რომ მის ბალანსზე უეცრად ცუდად გაყიდვადი Fiat Tipo-ს დიდი პარტია გაჩნდა.

არაოფიციალური მონაცემებით იტალიელ დილერებს დღეისათვის რამდენიმე თვის მარაგი აქვთ.

Automotive News აღნიშნავს, რომ FCA-ს ასეთი სვლით პირველ კვარტალში დაბალი გაყიდვების გაუმჯობესება სურს, შესაბამისად შემოსავალს 90 მილიონი ევროთი გაზრდის.

გამოცემა იმასაც წერს, რომ FCA-სა და 150 სადილერო ცენტრს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები