მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციის, ფიფას პირველი მუზეუმი ციურიხში გაიხსნება. 3 ათას კვადრატულ მეტრზე 209 ნაციონალური ასოციაციის წევრი იქნება წარმოდგენილი. მუზეუმის სტუმრებისთვის თემატურ ექსკურსიებს რამდენიმე ენაზე მოაწყობენ.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში სპორტული ბარი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები და სხვა ობიექტებიც განთავსდება.