LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუზეუმის ფონდში კვლევისთვის მხოლოდ დირექტორატის ნებართვით დაიშვებიან – ცვლილება ბრძანებაში

91
BeFunky-collage (64)

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების მიხედვით, კვლევით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება.

ბრძანების თანახმად, დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროსაც  უნდა ეცნობოს.

„მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს, “- წერია ბრძანებაში.