LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას მუზეუმში ხალხი არ დადის

105

ფიფას პრობლემები აქვს: მის მუზეუმს ხალხი მაინც და მაინც არ წყალობს. 128 მილიონიანი დაბანდება ვერ ამართლებს.

ციურიხში მდებარე ფიფას მუზეუმმა 9 თვის მუშაობის განმავლობაში 27 მილიონ ევროზე მეტი ზარალი განიცადა. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეს-მდივანმა დელია ფიშერმა აცნობა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა თვეში საშუალოდ 11 ათას ადამიანს შეადგენს. შედეგად, წლიურად მუზეუმს დაახლოებით 132 ათასი ადამიანი უნდა ესტუმროს, არადა ბიზნეს გეგმის მიხედვით 2018 წლისთვის 250 ათას დამთვალიერებელს უნდა მიაღწიოს.

ამჟამად შეიქმნა სპეციალური ჯგუფი მუზეუმის ახალი ბიზნეს-მოდელის შესამუშავებლად. სპეციალისტებმა მუშაობა იანვრისთვის უნდა დაასრულონ.

ფიფას მუზეუმი ციურიხში თებერვალში გაიხსნა.

ფიფამ მასში 140 მლნ შვეიცარიული ფრანკის (128 მლნ ევრო) ინვესტიცია ჩადო, მათგან 110 მილიონი შენობის რეკონსტრუქციას მოხმარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g