LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას ყოფილ გენმდივანს და პსჟ-ს პრეზიდენტს იჭერენ

32

შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფიფას ყოფილი გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს წინააღმდეგ.

BeIn Media Group-ის (კომპანია სპეციალიზდება სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციების უფლებათა რეალიზაციაზე) აღმასრულებელი დირექტორი, აგრეთვე, “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ეჭვმიტანილნი არიან თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და კერძო პირთა მოსყიდვაში.

აღნიშნავენ, რომ ვალკემ ალ-ჰელაიფის უპირატესობა მიანიჭა, როცა გარკვეული ქვეყნებისთვის მსოფლიოს 2018-2030 ჩემპიონატების უფლებებს ჰყიდდა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვალკე 12 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო. ამ გადაწყვეტილებაზე აპელაცია მან 28 თებერვალს შეიტანა, თუმცა საქმე ჯერ არ არის განხილული.

ვალკე ფიფას გენერალური მდივანი იყო 2007 წლიდან. ის 9 იანვარს გაათავისუფლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები