LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებულებს შორის ერთი გამვლელია

107
118771666-349849236158414-3376368075520218750-n

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს შორის არიან გამვლელი, მუშა და „დეჟავუს“ თანამშრომელი.

„პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 3 პიროვნება და გარდაცვლილია 1 პირი. შიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქება გამოიწვია კონდინციონერის დამონტაჟებისას ჟანგბადის ბალონმა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

“ფორტუნას” ინფორმაციით, რომ გარდაცვლილია მუშა, რომელიც გაყვანილობას აკეთებდა. ორი დაშავებულიდან კი ერთ-ერთი კლუბის მენეჯერია, რომელიც საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა: გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია ორი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g