LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა

71

ბოლო მონაცემებით, ფილიპინებზე ტაიფუნ “რიას” სულ მცირე 208 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 52 ადამიანი.

გასული კვირის ბოლოს, ქარიშხალმა უდიდესი ზიანი მიაყენა ფილიპინების რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებს.

ჰუმანიტარული მისიების წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიამ ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია სანაპირო რაიონებში, სადაც ქარიშხალმა სახლები, საავადმყოფოები და სკოლები დაანგრია.

 

 

მედიასაშუალებების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი მაშველებმა ცენტრალური ვისაიას რეგიონში, იპოვეს, ამ რეგიონს ეკუთვნის ბოჰოლის პროვინციაც, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ათასობით სამხედრო მოსამსახურე, ასევე სანაპირო დაცვისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ფილიპინების დინგატის კუნძულების გუბერნატორმა განაცხადა, ტაიფუნნმა რეგიონი მიწასთან გაასწორა. დანგრეულია ასეულობით საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია მეთევზეების ნავები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g