LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა

314
BeFunky-collage (12)

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი არ ჩატარდება ტრადიციული ფორმით, არც ერთი სექცია იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივვალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს,”-ნათქვამია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები