LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა

650
72754293-1322212621282176-8790161229990592512-n

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს “შინდისი” გადაეცა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, თავად დიმიტრი ცინცაძე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორის პრიზით.

ფილმი, რომლის იდეაც „შინდისის“ პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ. გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.

კინოფესტივალის ანშლაგით მიმდინარეობის ფოტოებს სოციალურ ქსელში ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი აქვეყნებს.

magti 5g