მარგო რობიმ საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ გადასაღები მოედნიდან. ტრილერს, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობს პარტნიორობას გამოცდილი ალ პაჩინო და კურტ რასელი, ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და დაკოტა ფანინგი გაუწევენ, ქვენტინ ტარანტინო გადაიღებს და ერთის მხრივ, ტელესერიელების მსახიობის, მეორეს მხრივ – ჩარლი მენსონის სექტის ისტორია იქნება.
სავარაუდოდ ფილმის პრემიერა 2019 წლის 26 ივნისს შედგება.
First look. #OnceUponATimeInHollywood @onceinhollywood
A post shared by @ margotrobbie on