ყველასათვის საყვარელი ფილმის „მარტო სახლში“ გადაღებული ცნობილი სახლი ახალ მფლობელს ეძებს. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, სახლი ჩიკაგოში მდებარეობს და ვარსკვლავური წარსულის დამსახურებით, საკმაოდ ძვირად შეფასდა.
უნიკალური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და სახლის საწყისი ღირებულება 5,25 მილიონი დოლარია.
ლოტის ფართობი 2000 კვადრატული მეტრია და ინტერიერი სრულად განახლებულია, რაც იმას ნიშნავს რომ მაკოლეი კალკინის პერსონაჟთან აღარაფერი აქვს საერთო.