LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური სოფელი მზადაა 1 დოლარად გადასცეს სახლები იმ ამერიკელებს, ვინც აშშ-ს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა

114
CLEAN-OLLOLAI_Custom_featuredIma

სარდინიულმა სოფელმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იმისთვის რომ დაცლილი სახლებისთვის ახალი მეპატრონეები ეპოვა. სიახლის შესახებ Economic times წერს.

ისევე როგორც ბევრი სხვა იტალიური სოფელი, ოლოლაიც დიდი ხანია ცდილობს მოიზიდოს უცხოელები, რათა ათწლიანი დეპოპულაციის შემდეგ ძველი დიდება დაიბრუნოს. ულამაზეს რეგიონში სახლები მხოლოდ 1 ევროდ გაიყიდება ანუ დოლარზე ცოტა უფრო ძვირად.

5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, კომპანიამ თავისი საიტი ჩაუშვა (https://www.liveinollolai.com), რომელიც პოტენციურ ამერიკელ მაცხოვრებლებზეა გათვლილი. მათ შედარებით ხელმისაწვდომ საცხოვრებელს სთავაზობენ იმის იმედით, რომ არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულები დაცარიელებულ უძრავ ქონებას შეიძენენ.

„დაიღალეთ გლობალური პოლიტიკით? გსურთ შედარებით დაბალანსებული მშვიდი ცხოვრება და თან ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა? დროა იპოვოთ თქვენი ადგილი სარდინიულ სამოთხეში“, – წერია საიტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები