29 აგვისტოს, რიზ უიზერსპუნმა ლოს-ანჯელესში ფილმი „სტუმრად ელისთან“ წარმოადგინა. ფოტოგრაფების წინაშე 41 წლის მსახიობი ქალიშვილთან, 17 წლის ავა ფილიპთან ერთად გამოჩნდა.
დედა-შვილი იდენტური სიმაღლითა და ვიზუალით მალე მოექცა ყურადღების ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ავას გარდა უიზერსპუნს 13 წლის ვაჟიშვილი დიკონი და 4 წლის გოგონა ტენესი ჰყავს.
რაც შეეხება ფილმს, კომედიურ მელოდრამაში ვარსკვლავი მარტოხელა დედის როლს ასრულებს, რომელსაც ერთფეროვანი ცხოვრება ბეზრდება და გადაწყვეტს, სამი უცნობი მამაკაცი თავის სახლში აცხოვროს.