ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის“ მიხედვით გადაღებული ფილმის პირველი „ტრეილერი“ გავრცელდა და ის საოცარ სანახაობას გვპირდება.
ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც ჯერარდ ბატლერი, მეისონ თეიმსი და ნიკო პარკერი არიან. ფილმის პრემიერა 2025 წლის 13 ივნისს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, 2010 წლის გამოსულმა ანიმაციურმა ფილმმა „ოსკარის“ ოთხი ნომინაცია მოიპოვა, მისმა მოგებამ კი 1,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.