LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს

61
123255557-3566768846694736-3834413291738368192-n

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.

„ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არაა რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g