LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ლარზე: ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს

44
109317624-3244851298886494-6572186502298233029-n

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს“, – აღნიშნავს ივანე მაჭავარიანი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ოქტომბერს, ანუ დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.2170 ლარი ეღირება, ევრო – 3.7803 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1364 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g