„2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სახანძრო–სამაშველო სამსახურისთვის გათვალისწინებული თანხა ვერტმფრენის ყიდვისთვის არასაკმარისია,“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოაგილემ, გიორგი კაკაურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დეპუტატი დაინტერესდა იმით, რომ მიუხედავად სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბიუჯეტის 20 მილიონი ლარით ზრდისა, შესაძლებელია თუა არა მისი სრულად აღჭურვა ამ თანხით, მათ შორის ვერტმფრენის ყიდვა.
„საჭიროა, რომ ქვეყანას 5-6 ვერტმფრენი ჰყავდეს, რა თქმა უნდა, ეს თანხა ამისთვის არასაკმარისია, მეტი თანხა დაგვჭირდება. ეს პროცესი, დაახლოებით, 2-3-წლიანი იქნება, რათა სრულად აღიჭურვოს სახანძრო სამსახური,“ – განაცხადა კაკაურიძემ.