LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

43

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.250 პროცენტით, მაქსიმალური 13.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  11.469 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g