LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

38

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ”ფორტუნას” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ შეადგინა 92 389 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.200 პროცენტით, მაქსიმალური 12.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  11.790 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g