ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ”ფორტუნას” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
ოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.890 პროცენტით, მაქსიმალური 14.110 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 13.884 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 13.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.