საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესარჩევ კონკურსამდე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე, ამჯერად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. იოსებ ვარძელაშვილმა სტუდენტებს გააცნო საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკა, სტაჟირების პროგრამის ამოცანები და პერსპექტივა. ლევან ძნელაძემ პროგრამის პრეზენტაციისას განმარტა სტაჟირების დეტალები, მოთხოვნები და ვადები.
პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები გაეცნობიან უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს და შეისწავლიან საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა არაერთი წელია ხორციელდება და საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს, არა მარტო შეიძინონ კვალიფიკაცია, არამედ დასაქმდნენ საგამოძიებო სამსახურში.