ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. ის ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ.
თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.
პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით კომპანიას ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება მისცა.
თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. თიბისის ტექ გუნდის წევრები, საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ.
თიბისიმ, კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის – Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე”, – იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.
(R)