LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქრობთ, ეს განხილვა საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნების მიმართ საზოგადოების უნდობლობა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს? – ახვლედიანი საგამოძიებო კომისიას

49
არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

საკითხზე დებატების დროს, ერთ-ერთი კითხვით მმართველი გუნდის წევრებს ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ უნდობლობის ნაპრალი კატასტროფულად იზრდება.

მან კოლეგებს რიტორიკული კითხვით მიმართა და დაინტერესდა, საკმარისია თუ არა დასკვნის ეს განხილვა იმისათვის, რომ უნდობლობა, რომელიც არჩევნების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არსებობს, ოდნავ მაინც შემსუბუქდეს:

“ფიქრობთ, რომ ეს განხილვა, მსჯელობა, მოწონება თქვენი ანგარიშის საკმარისია იმისთვის, რომ უნდობლობა, რომელიც არსებობს საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არჩევნების მიმართ, თქვენი ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ოდნავ მაინც შემსუბუქდეს, შეიცვალოს?!

მე ვფიქრობ, რომ ასე არ არის და სწორედ აქ რჩება მთავრი პრობლემა. პრობლემა, რომელიც ასეთი დამოკიდებულების გამო კიდევ უფრო დიდი პრობლემად გადაიქცევა. ძალიან ვწუხვარ და ვხდები, რომ არც ერთი არსებითი დასკვნა გაკეთებული თქვენს მიერ არ არის. მე ჩემ თავზე ვიწვნიე, არერთგზის, არჩევნების დროს, რას ნიშნავს ადმინისტრაციული რეპრესიული მანქანა და ყველაფერი საკმარისად კარგად ვიცი. ამიტომაც ძალიან ვწუხვარ და დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ უნდობლობის ნაპრალი კატასტროფულად იზრდება.” – თქვა ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები