LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fitch-ი საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს

152
pensia

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ასევე დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა.

„Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ასევე დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა – საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.

Fitch-ის შეფასება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეული, მაგრამ ასევე ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ.

საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ამასთან, პირადად ჩემთვის ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ ეკონომიკურ ცენტრად“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, Fitch-ის ანგარიშში საპენსიო რეფორმის შესახებ აღნიშნულია: “გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საპენსიო სისტემა ადგილობრივი დანაზოგების ზრდას წაახალისებს.” 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g