LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FitchRatings საქართველოს ეკონომიკის ვითარებას გაეცნო

77

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის წარმომადგენლებმა საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები გააცნო, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი და უკვე მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.


ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის რეფორმები მიმართულია, მათ შორის, იმ პოზიციების გაუმჯობესებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის.

ამჟამად, 2017 წლის ოქტომბერში დადასტურებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს BB- სტაბილური აქვს მინიჭებული. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ, როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g