LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო“ – ეროვნული ბანკი

117
ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი IMF-ს პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერებაზე კომენტარს აკეთებს. უწყების განცხადებით, თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება.

„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. ფონდის ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მიმოხილვის გადადების შესახებ დაწერა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც. მათი განცხადებით, შეჩერება ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია – რა გახდა მიზეზი

FITCH-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გააუმჯობესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები