LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს ცენტრში „Urban Fitness” აქცია დაიწყო

355

Urban Fitness ვარჯიშის მსურველებს აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში ულიმიტო აბონემენტის შეძენა 80 ლარადაა შესაძლებელი და ღირებულებაში პირადი ინსტრუქტორის 12 უფასო გაკვეთილი შედის.

როგორც ფიტნეს დარბაზის ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა ნუცა ზურაბიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, აქცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

”ჩვენს ფიტნეს ცენტში ამერიკული წარმოების უახლესი ტრენაჟორებია წარმოდგენილი. ჩვენთან შესაძლებელია კუნთოვანი მასისა და ძალის მომატება, ასევე წონისა და პრობლემური ზონების კორექცია”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

Urban Fitness-ი გახდომის მსურველებს კიდევ ერთ აქციას სთავაზობს. ქალი და მამაკაცი, რომელიც 2 თვის მანძილძე ყველაზე მეტს დაიკლებს, საჩუქრად Beats-ის ყურსასმენებს მიიღებს.

ფიტნეს ცენტრში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა საკვები დანამატები შეიძინონ. Urban Fitness-ში მისულ ვარჯიშის მსურველებს ინდივიდუალური სწორი კვების რაციონისა და დიეტის შედგენაშიც დაეხმარებიან.

ფიტნეს ცენტრი Urban Fitness გაგარინის მეორე შესახვევში მდებარეობს. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები