LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას ახალი წლიდან დავიწყებთ“ – როგორია პირველი ციფრული ბანკის გეგმები 

159
ქუმსიშვილი

„პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „პეისერა ბანკი საქართველო“ სესხების გაცემას 2024 წლიდან გეგმავს. ამის შესახებ ქუმსიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

მისი თქმით, კონცენტრირებულ საბანკო სექტორში ბაზრის სტრუქტურის შესაცვლელად, მომხმარებლისთვის კონკურენტული და საინტერესო პროდუქტებით „იბრძოლებს“.

„ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას ახალი წლიდან დავიწყებთ; ეს არის სეგმენტი, სადაც მაქსიმალური ავტომატიზაცია შეიძლება ანუ იქ, სადაც მსესხებლის ქულის გამოყვანა ავტომატურად არის შესაძლებელი.

ასევე, ვფიქრობთ, საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებას იპოთეკური სესხების მიმართულებით, რათა ძალიან აქტიურები ვიყოთ ჩვენს ემიგრანტ თანამოქალაქეებთან ანუ ელექტრონულად რისი გაკეთებაც შეიძლება, ძალიან მოვინდომებთ ყველა მიმართულებით“, – თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში პირველ ციფრულ ბანკზე, “პეისარა საქართველოზე” საქმიანობის ლიცენზია გასცა გასული წლის ნოემბერში გასცა.

magti 5g