შესაძლოა, ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციები მარტიდან გამარტივდეს. შესაბამის პროგნოზს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აკეთებს. მისი განმარტებით, საუბარია გამარტივებაზე, რომელიც ძირითადად ბიუროკრატიული ტვირთის მოხსნს ეხება და რეგულაციების ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არ არის.
„ამ ცვლილებების ძირითადი მიზანია, რომ ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ. ცვლილებების მიზანი ნამდვილად არაა, რომ რაღაც მასშტაბური მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და დაკრედიტება საგრძნობლად გაიზარდოს. 2019 წელს ჯამურად, ამ რეგულაციების ეფექტის მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა, მათ შორის რითეილის და განსაკუთრებით იპოთეკური სესხების მიმართულებით. ამიტომ, რაღაც ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არაა.
გეგმა კვლავ არის, რომ მარტში მოხდეს ამის დაანონსება. გარკვეული დრო ალბათ ბანკებსაც დასჭირდებათ, რომ ახალ წესებზე გადაეწყონ“, – აცხადებს ლეჟავა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.