უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა და ძუძუთი კვება ბავშვებში ალერგიისა და ასთმის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს. ფილადელფიის ბავშვთა კლინიკის მკვლევართა ჯგუფმა, დევიდ ჰილის ხელმძღვანელობით კვლევა 158 422 ბავშვზე დაკვირვებით ჩაატარა. მათ 18 წლამდე ასაკის ბავშვები დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებში საგრძნობლად ხშირად ხვდებოდათ კვებითი ალერგიები, ალერგიული რინიტი და ასთმა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალი იყო ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით დაბადებულ ბავშვებში.
ექიმი ჰილი ამბობს, რომ ის გაოცებული დარჩა ძუძუთი კვების უპირატესობით, რაც კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ექსკლუზიურად ძუძუთი კვებისას ალერგიის რისკი იმდენად დაბალია, რომ უმნიშვნელო მაჩვენებელს წარმოადგენს. ასევე დაბალი იყო ალერგიების და მასთან დაკავშირებული გართულებების რისკი შერეული კვების დროს. ამავე დროს ექიმები ამახვილებენ ყურადღებას ლაქტაციისას დიეტის დაცვის აუცილებლობაზე, რადგან ამავე კვლევამ აჩვენა, რომ დედის არასწორი კვება, 2 წლის ასაკისთვის ბავშვებში ალერგიების განვითარების რისკს 33 პროცენტით ზრდის.