LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, საკეისრო კვეთის მაგივრად, ფიზიოლოგიურად რომ დაბადებულიყო, უფრო ნიჭიერი და წარმატებული იქნებოდა“ – ნიკოლოზ კინტრაია

438
nikolozkintraia

მეან-გინეკოლოგმა ნიკოლოზ კინტრაიამ საკეისრო კვეთის ჩვენებაზე ისაუბრა და განმარტა რამდენად დიდი უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას:

საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომელსაც აქვს თავისი ჩვენება. საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო. ექიმი ვალდებულია სწორად აუხსნას, თუ რატომ უნდა იმშობიაროს ქალმა 12-16 საათის განმავლობაში, როდესაც 40 წუთში გაუკეთებენ ოპერაციას. აქ ეთიკური საკითხები წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე.

მინდა ზუსტად ვუთხრა ყველას, რომ თუ ვინმე საკეისრო კვეთით არის დაბადებული, არ ნიშნავს, რომ მას რაიმე ნაკლი აქვს. ის ადამიანი, ვინც ძალიან ნიჭიერია, საკეისრო კვეთით არის დაბადებული და წარმატებული მეცნიერია, კიდევ უფრო ნიჭიერი და წარმატებული იქნებოდა ფიზიოლოგიურად რომ დაბადებულიყო. ​ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ნაყოფი ემზადება დამოუკიდებლად სიცოცხლის დასაწყებად. პირველ დღეებსა და თვეებში სტრესის მიმართ ფიზიოლოგიური მშობიარობით დაბადებული ახალშობილები ბევრად უფრო გამძლეები არიან.

არსებობს მეცნიერული კვლევებით დადასტურებული მოსაზრებები, რომ სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის, აუტიზმის განვითარების რისკი საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებში უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი გზით დაბადებულ ახალშობილებში. წარმოიდგინეთ ექიმის პოზიცია. ექიმი, რომელმაც 16 საათი უნდა გაატაროს მშობიარესთან და ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე 40 წუთში გააკეთებს ოპერაციას, წავა სახლში, თავის საქმეს მიხედავს. ეს ადამიანი თავის ინტერესებს მაინც გვერდზე გადაწევს, ურჩევს მშობიარეს: „შენთან ერთად ვიქნები 18 საათის განმავლობაში, მაგრამ მოდი, ამ გზით წავიდეთ.“ იმიტომ, რომ ასე სჯობს ნაყოფისთვისაც, დედისთვისაც. პერინატალურ გამოსავალზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამდენად ჯანმრთელი ბავშვები დაიბადებიან, დედა რამდენად ჯანმრთელი იქნება“ – ამ თემაზე ნიკოლოზ კინტრაიამ გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები