LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას

1825
Untitled design - 2021-11-15T105222.361

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე  სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ კვლევაზე წერს, რომლის მიხედვით ინფექცია თავის ტვინს აზიანებს.

„დადასტურდა რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას.

გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილებში.

საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.

არა ერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია, კოვიდის აზიანებს ადამიანის თავის ტვინს.

არ დაინფიცირდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინი.

აიცერით, რომ დაიცვათ თავის თვინი.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი.

გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს.

გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია ვინდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ეხლა არ უნდა იყოს. ქვეყანა იღუპება, მომავალი იღუპება, შეიგნეთ.

უკან დასახევი და ლოდინის დრო არ არის.

ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას.

არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს.“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ფხაკაძე: „ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი!.. ყველა, ვინც არ იცრება არის მკვლელი!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები