ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტუკური რაკეტა გაუშვა. დაუდგენელი ტიპის რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ხოკაიდოს გადაუფრინა და ზღვაში ჩავარდა. იაპონური მედიის ცნობით, ჩამოვარდნამდე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ, განაცხადა, რაკეტა, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ჰოკაიდოს კუნძულიდან 1180 კილომეტრის მოშორებით.
მომხდარს ოფიციალურ ტიკიოში “უპრეცენდენტოდ საშიში ქმედება” უწოდეს. საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მდებარე პოლიგონზე სამხედრო სწავლების ფარგლებში რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო.
სამხრეთ კორეის, იაპონიისა და შეერთებული შტატების მოთხოვნით, დღეს გაეროს უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.
