LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაშია ველოსიპედით გასეირნებისთვის ფულს გადაიხდიან

129
Screenshot 2024-05-16 133004

იტალიაში, ფლორენციის მაცხოვრებლებს ველოსიპედით სიარულისთვის ფულს გადაუხდიან. აქციის მონაწილეებს თვეში 30 ევრომდე თანხის გამომუშავება შეეძლებათ. სიახლის შესახებ salam news წერს.

მძღოლები, რომლებიც ავტომობილიდან ველოსიპედზე გადასხდებიან, ყოველი გავლილი კილომეტრისთვის 20 ევრო ცენტს მიიღებენ. ხოლო, იმ ველოსიპედისტებს რომლებიც უკვე დადიან „მწვანე“ ტრანსპორტით, იგივე პირობით 15 ცენტს გადაუხდიან.

შედეგებისთვის თვალის დევნებას Bluetooth-მოწყობილობის საშუალებით აპირებენ, რომელიც მგზავრობის შესახებ ინფორმაციას სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში გაგზავნის.

იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, ყოველ კვირეულად ფულად პრიზებს გაათამაშებენ. ველოსიპედისტებს ასევე უფასოდ დაურიგებენ საჭეზე სმარტფონის დასამაგრებელს და შუქებს.

აქცია ერთი წელი გაგრძელდება. ორგანიზატორთა ჩანაფიქრის მიხედვით, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ კერძო ავტომობილზე უარი თქვას და უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტი აირჩიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები