LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორიდაში მარადიორობის ფაქტზე 28 ადამიანი დააკავეს

57

ფლორიდის შტატში მარადიორობის ფაქტები დაფიქსირდა. რეგიონალური  პოლიციის ოფიციალურ Twitter-ზე ვრცელდება ინფორმაცია , რომ მაიამის პოლიციამ  28 ადამიანი დააკავა, რომელმაც ქარიშხალი “ირმას” დროს მაღაზიები გაქურდა.

” ვაგრძელებთ ქუჩების პატრულირებას და არ მივცემთ საშუალებას ვინმემ დაარღვიოს კანონი, მაშინ როდესაც ადამიანები ქარიშხლის შემდეგ მდგომარეობიდან გამოდიან”, – განაცხადეს პოლიციაში. 

დღეს მედიით ვიდეო მასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს მარადიორობის ფაქტი.

https://www.youtube.com/watch?v=Ckp-g7uj5Us

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.  ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალი “ირმას” საშიშრობის კატეგორია 1-მდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g