LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ჩვენი საშობაო ანგელოზია!“ – კაცმა 250 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა იპოვა და პატრონს დაუბრუნა

101
poster-8f3dd600f154470a9664d06a70482a87

ფლორიდას შტატში, პინელასის რეგიონში მამაკაცმა ძვირფასეულობა იპოვა და მაშინვე პატრონს დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია ABC News-მა გაავრცელა.

გასულ კვირას, ჯო ფიცჯერალდი და მისი მეუღლე ელიფი ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდნენ და თან ძვირფასეულობაც წაიღეს. მეუღლეები სპონსორების როლში გამოდიოდნენ, ამიტომ შემოწირულობის ნაწილის შენახვა თავად მოუხდათ.

როგორც ჯო ირწმუნება, საღამოს დასრულებისთანავე, ჩანთა რომელშიც 250 ათასი დოლარის ოქრო და ბრილიანტები იყო მოთავსებული, ავტომობილში, საგულდაგულოდ შეინახეს.

გზაში საბარგულის კარი გაიხსნა და ჩანთა გადავარდა. ფიცჯერალდებმა დანაკარგის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მათ ტელეფონზე უცნობმა პირმა დარეკა და ძვირფასეულობით სავსე ჩანთის პოვნის შესახებ შეატყობინა.

„ამ დრომდე შოკში ვართ, ვერ ვიჯერებთ რომ ჩანთა ხელუხლებლად დაგვიბრუნეს“ – აღიარა ელიფმა, – “ შიგნით ძალიან ძვირადღირებული სამკაულები იყო მოთავსებული.. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ მსოფლიოში არსებობენ ისეთი კეთილი ადამიანები, როგორიც ეს მამაკაცია!“

ჯომ ისიც დაამატა, რომ უცნობმა მათი ჩანთა პოლიციაში მიიტანა და შემდეგ ისიც გადაამოწმა, ნივთები პატრონამდე მივიდა თუ არა. „ის ჩვენი საშობაო ანგელოზია“ – დარწმუნებულია ჯო.

ცოლ–ქმარი გეგმავს, რომ კეთილ უცნობს პირადად შეხვდეს და მას ფულადი ჯილდო გადასცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები