LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FlyArystan-ის შემოსვლით საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული ფრენების ინტენსივობა გაიზარდა

70
flyarystanairbusa320-1618470121

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ავიაციის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი კატალინ რადუ იმყოფება. ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების პირველ პირებს შორის შეხვედრა 15 ივნისს შედგა.

შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებულ მზარდ დინამიკაზე და საავიაციო უწყებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ის შემოსვლით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების ინტენსივობა და ავიამიმართულებები. 2021 წლიდან, აღნიშნული ავიაგადამზიდველის მიერ, ქუთაისის მიმართულებით რეისები 4 მიმართულებიდან ხორციელდება (ატირაუ, აქტაუ, ნურსულთანი და შიმკენტი), ამასთან აღინიშნა, რომ წარმატებულად აგრძელებენ ოპერირებას ავიაკომპანიები Air Astana (ალმათი – თბილისი – ალმათი; ნურსულთანი – თბილისი – ნურსულთანი; ალმათი – ბათუმი – ალმათი) და SCAT Airlines-ი (აქტაუ – თბილისი – აქტაუ; აქტობე – თბილისი – აქტობე, ალმათი – ბათუმი – ალმათი).

საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მხარეებს შორის უკვე არსებობს საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება სხვადასხვა ტექნიკური, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მიმართულებებით თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, გამოითქვა მზადყოფნა, კოორდინაციის შემდგომ გაუმჯობესებაზე,  როგორც ორმხრივ ისე საერთაშორისო საავიაციო ფორმატებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g