ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ მიმართლებას ამატებს. შიმკენტი მეოთხე მიმართულებაა, სადაც დღეიდან დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრაა შესაძლებელი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია FlyArystan-ს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დღეიდან FlyArystan- შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
FlyArystan დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან.
ცნობისთვის, ივლისის თვეში, ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება.