LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Flydubai და Air Arabia საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ რეისებს შეასრულებენ

63
media-handler

ავიაკომპანიები Flydubai და Air Arabia თბილისის მიმართულებით დამატებით რეგულარულ რეისებს შეასრულებენ. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Flydubai დუბაისა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 16 დამატებით რეგულარულ ფრენას, ხოლო ავიაკომპანია Air Arabia შარჯასა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 4 დამატებით რეგულარულ ფრენას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 12 ნოემბერს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები