მომავალი წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas საქართველოში ახალი მიმართულებებით დაიწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის სამეფოს საქართველოს ელჩის ვახტანგ ჯაოშვილისა და Flynas-ის დირექტორის ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანასის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე Flynas ყოველკვირეულად თბილისის და ბათუმის მიმართულებით 21 პირდაპირ ფრენას ახორციელებდა რიადიდან, ჯედადან და დამამიდან.