”ფოლკსვაგენის ცენტრი” გერმანული ავტომობილების მოყვარულებს ახალ ”პასატს” სთავაზობს. ”პასატის” 2015 წლის მოდელი უკვე თბილისშია და მისი ფასი 24 700 დოლარს შეადგენს.
როგორც ”ფორტუნას” ცენტრიდან აცნობეს, ახალი ბიზნეს კლასის ”ფოლკსვაგენ პასატი” მაღალი აღჭურვით გამოირჩევა.
”ახალი პასატის ფართო სივრცე და მაღალი ხარისხის მასალები ქმნიან პრემიუმ კლასის კომფორტს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი პასატი მაღალი რეზოლუციის ფერადი ეკრანით, 3 ზონიანი კლიმატ კონტროლით, ღილაკზე დაქოქვით, საბარგულის ელ. ჩაკეტვა/გახსნის ფუნქციით და ინტეგრირებული ბლუთუზის სისტემით”, – განაცხადეს ”ფოლკსვაგენის ცენტრში”.
მათივე ინფორმაციით, ტყავისა და ალკანტარა ზამშის კომბინირებული სალონი პასატის ინტერიერს კიდევ უფრო კომფორტულს და ელეგანტურს ხდის. თბობადი ტყავის მულტიფუნქციური საჭე კი შექმნილია ავტომობილის კომფორტული და დინამიური მართვისთვის.
ახალი ”პასატი”, რომელიც ”ფოლკსვაგენის ცენტრშია” წარმოდგენილი აღჭურვილია 7 საფეხურიანი ტიპტრონიკი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით. 1,8 ბენზინის ძრავის მქონე პასატის საშუალო წვა კი 8,5 ლიტრს შეადგენს.