ფოტოპროექტი #Follow Me To მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. მის გამეორებას უამრავი წყვილი ცდილობს, რომლის მიხედვითაც იდუმალებით მოცულ ქალს ხელჩაკიდებული მამაკაცი მიჰყავს.
თუმცა ტაივანელმა დიზაინერმა ფორესტ ლუმ და მისმა მეუღლემ, აგნეს ჩენმა აღნიშნული ფოტოპროექტის პაროდიული ვერსია შექმნეს.
ლუმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც მეუღლე მას თმით მიათრევს. მოგვიანებით პროექტი გაგრძელდა და მას მოჰყვა ფოტო, რომელზეც მეუღლეს ის ყურით ჰყავს დაჭერილი.




