LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონ დერ ლაიენი: ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ახლა ახალი მომენტია, ცვლილებების ქარია

129
1D586475-5A19-410B-A8C8-52F26ACDB933

„ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.

„როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ახლა დროა ბოსნია და ჰერცეგოვინაც „წინ წავიდეს.“

„გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ შეუძლებელი ჩანდა, ვერ ვიფიქრებდით, რომ კანდიდატის სტატუსს მივაღწევდით.

და მაინც, დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად სარაევოში, ჩვენ შეგვიძლია თქვენი მიღწეული კანდიდატის სტატუსი აღვნიშნოთ.“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g