LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება“

130
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.

ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.

ასევე ნახეთ

„ქართველი ხალხი განსაკუთრებული სოლიდარობით გამორჩევა უკრაინელი ხალხის მიმართ, საქართველო კი უკრაინას, ყველა პლატფორმაზე, მხარს უჭერს.“

„უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“. – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები